წონები ჩაბარებულია: ილიამ და გეიჯიმ 70,3 კგ დააფიქსირეს - პერეირა განზე მძიმეა
ვაშინგტონში (აშშ) UFC Freedom 250-ის ტურნირის წინ აწონვის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება 14-დან 15 ივნისის ღამეს გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ჩხუბი იქნება.
ცოტა ხნის წინ, ორივე მათგანი წონის ჩასაბარებლად გამოვიდა. ილია და გეიჯი სასწორზე ზუსტად ერთნაირი წონით, 155 ფუნტით (70.3 კგ) ავიდნენ.
???? THE UFC WHITE HOUSE MAIN EVENT IS OFFICIAL
— Championship Rounds (@ChampRDS) June 13, 2026
Ilia Topuria weighs in at 155 pounds https://t.co/tI6wzCDm2X pic.twitter.com/WYwOIwEX2w
მათი რეპუტაციის გათვალისწინებით, ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ „ელ მატადორი“ მანამდე ქვემსუბუქ წონაში ასპარეზობდა, რაც ამ პროცესს მისთვის ჩვეულზე ბევრად უფრო მარტივს ხდის.
JUSTIN GAETHJE MAKES WEIGHT!
— Championship Rounds (@ChampRDS) June 13, 2026
⚖️ 155 lbs #UFCWhiteHousepic.twitter.com/ciOl0wEzA9
ასევე ვიხილეთ მოულოდნელი მომენტიც. ილიასა და გეიჯის ბრძოლას დიეგო ლოპესი დააზღვევს. ამას არავინ ელოდა. თავდაპირველად ღონისძიების მთავარი ბრძოლის სათადარიგო მონაწილედ (დამზღვევად), არმან ცარუკიანი დასახელდა. თუმცა, სომეხმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ოფიციალური აწონვის ცერემონიაზე დასწრებას არ აპირებდა, საჩემპიონო წონის ჩაბარებას კი ბრაზილიელი მაურისიო რუფი და ავსტრალიელი ალექს ვოლკანოვსკი გეგმავდნენ. ინიციატივა მათი მხრიდან მოდიოდა, თუმცა როგორც ვხედავთ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.
No peso! ????????????
— Central do MMA (@acentraldomma) June 13, 2026
⚖️ Diego Lopes - 66.2kg | 146lbs#UFCWhiteHouse | #UFCFreedom250 pic.twitter.com/SdMcWPWfvq
თუ კვირას ღამით პერეირას ხელს აუწევენ, ის UFC-ის ისტორიაში პირველი მებრძოლი გახდება, რომელმაც ტიტულები სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა.
ისინი, ვინც ელიან, რომ სირილ განი ბრაზილიელის სარეკორდო გეგმებს ჩაშლის, მთავარ ფაქტორებად მის გაბარიტებსა და მძიმე წონაში ასპარეზობის გამოცდილებას ასახელებენ.
„პოატანი“ შეეცდება, ბრძოლის ღამეს სკეპტიკოსებს საპირისპირო დაუმტკიცოს, მაგრამ მისი პირველი ამოცანა სასწორზე მძიმეწონოსნად საკუთარი ტრანსფორმაციის ჩვენება იყო.
აწონვებისას პერეირამ 251 ფუნტი (113,8 კგ) დააფიქსირა. განმაც წარმატებით ჩააბარა წონა და 248 ფუნტი (112,4 კგ) დააფიქსირა.
???? THE UFC WHITE HOUSE CO-MAIN EVENT IS OFFICIAL
— Championship Rounds (@ChampRDS) June 13, 2026
⚖️ Ciryl Gane: 248 lbs
⚖️ Alex Pereira: 251 lbs
Alex Pereira weighs more than Ciryl Gane in his heavyweight debut ???? pic.twitter.com/7GnCzPWIrw