ილია თოფურია, კონორ მაკგრეგორი, ალექსანდრე თოფურია
Aa
Aa

„მათი დაპირისპირება უნდა შედგეს“ - ალექსანდრე თოფურიას მოსაზრება

2026 წელს შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის UFC-ის ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბუნებრივია თეთრი სახლის ისტორიული ღონისძიება და სპორტის ამ სახეობაში ლეგენდარული კონორ მაკგრეგორის დაბრუნება გახლავთ. ირლანდიელის მეტოქე ერთ თვეში მაქს ჰოლოუეი იქნება, ხოლო UFC Freedom-ის მთავარი ჩხუბის ფავორიტი ილია თოფურია გახლავთ, რომლის ძმამაც საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

ალექსანდრე თოფურია

რამდენიმე დღის წინ ილიას ვუთხარი, რომ ილოცოს მაკგრეგორის გამარჯვებისთვის და როდესაც ამის მიზეზი მკითხა, მე ვუპასუხე: „თუ ჰოლოუეის მოუგებს, შენ მასთან უნდა იბრძოლო“.

ეს იქნება ძალიან საინტერესო ჩემთვის, მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. უბრალოდ წარმოიდგინეთ - ამდენწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული კონორი ამარცხებს მაქსს… ის აუცილებლად მოითხოვს ილიასთან შეხვედრას.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია თბილისის დროით ორშაბათს გამთენიისას UFC Freedom-ის ღონისძიების მთავარ ბრძოლაში, მსუბუქ წონაში მოპოვებული ტიტულის დაცვას პირველად შეეცდება და მისი მეტოქე დროებითი ჩემპიონი სტატუსის მქონე ჯასტინ გეიჯი იქნება, რომელმაც იანვარში პედი პიმბლეტი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: პერეირა-განის ბრძოლა ჩემთვის ბევრად საინტერესოა, ვიდრე ილია-გეიჯის
მახაჩევი: პერეირა-განის ბრძოლა ჩემთვის ბევრად საინტერესოა, ვიდრე ილია-გეიჯის