„გეიჯი ილიასთან არც ისეთი აუტსაიდერია, როგორიც ხალხს ჰგონია“ | მაქს ჰოლოუეი
მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლაზე ისაუბრა. „დალოცვილს“ ორივე მებრძოლის წინააღმდეგ უჩხუბია და საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.
„ილია თოფურიასთან და ჯასტინ გეიჯისთან ისტორია მაკავშირებს... ვფიქრობ, ეს დაპირისპირება სრული სიგიჟე იქნება. ვხედავ, რომ გეიჯი ბევრმა ადამიანმა ჩამოწერა და არც კი ვიცი, რატომ. გეიჯი ძალიან სახიფათოა. თუმცა, მეორე მხრივ, მესმის, ასეთი დამოკიდებულება რატომ აქვთ. ყველამ ვნახეთ, რა ხდება, როდესაც თოფურიას მუშტები მეტოქეებს ხვდება. ვფიქრობ, ეს ბრძოლა ძალიან სანახაობრივი იქნება. გულშემატკივრები ნამდვილად მოგებულები დარჩებიან.
ფსონს რომ ჩამოვდიოდე, ილიაზე დავდებდი, მაგრამ გეიჯის კოეფიციენტი ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ჯასტინს შეუძლია, მეტოქე ერთი დარტყმით დაანოკაუტოს. მან ეს უკვე დაამტკიცა, მაგრამ ილიას საოცარი სერია აქვს. ამ სერიის ნაწილი მეც ვიყავი და სიგიჟეა, რასაც ეს ბიჭი აკეთებს. საოცარი და სანახაობრივი ბრძოლა იქნება.
ბევრ სუსტ წერტილს ვხედავ და მესმის, გეიჯის აუტსაიდერად რატომ მიიჩნევენ. მას ჩხუბისას გარკვეული ჩვევები აქვს, ილიას ბანაკს კი მეტოქეთა ჩვევების გაშიფვრა იდეალურად შეუძლია. მათ ეს ყველაფერი ვარჯიშში გადმოაქვთ და შეხვედრისთვის იდეალურად ემზადებიან. ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, შესანიშნავი და სანახაობრივი ჩხუბი იქნება.
რთულია თოფურიას წინააღმდეგ ფსონის დადება იმის გათვალისწინებით, რასაც ის ბოლო დროს აკეთებს. საბოლოო ჯამში მაინც მგონია, რომ კარგი ბრძოლა იქნება და ჯასტინი არ არის ისეთი აუტსაიდერი, როგორადაც ბევრს ჰგონია. არ გამიკვირდება, რამე სიურპრიზი რომ მოხდეს“.
ცნობისთვის, „თეთრი სახლის“ ღონისძიება 15 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათიდან იწყება. სავარაუდოდ, თოფურიას ჩხუბი 07:00 საათის შემდეგ დაიწყება.