კილიან მბაპე, უსმან დემბელე, დიდიე დეშამი, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები, მარსელ დესაი, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

„დეშამის მთავარი ამოცანა სწორი სქემის შერჩევა იქნება“ - მარსელ დესაი

საფრანგეთის ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელი მარსელ დესაი მიიჩნევს, რომ დიდიე დეშამს კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით ახლა უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს.

მსოფლიოს (1998) და ევროპის (2000) ჩემპიონი მიიჩნევს, რომ დეშამის მთავარი ამოცანა მის განკარგულებაში არსებული ტოპფეხბურთელებისთვის სწორი სათამაშო სქემის მოძებნა იქნება.

„თუ შეტევის ხაზს შევადარებთ, აშკარაა, რომ ახლა უფრო ძლიერები ვართ. შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, მაგრამ დეშამს სწორი სათამაშო სქემის შერჩევა მართებს. ეს მარტივი არაა, ვინაიდან, როგორც ჩანს, უსმან დემბელე მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ვიხილავთ, მას კი წინ, კილიან მბაპეს გვერდით ყოფნა უფრო მოსწონს.

შესაძლოა, დეშამი 4-4-2-ზე შეჩერდეს. ასევე გვყავს ოლისე, რომელსაც პლეიმეიკერის პოზიციზე უყვარს თამაში, 4-2-3-1 სქემაში კი მარჯვენა გარემარბად თამაში მოუწევს. ასე რომ, დიდიე დეშამის მთავარი ამოცანა ყველა ამ ფეხბურთელისთვის ადგილის მოძებნაა.

ვფიქრობ, ამ გუნდს აქვს კარგი პოტენციალი. ახლა იმაზე უკეთესი ნაკრები გვყავს, ვიდრე 2022 წლის მუნდიალზე“.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფრანგები ფინალში, პენალტების სერიაში არგენტინასთან დამარცხდნენ.

აქვე გეტყვით, რომ საფრანგეთის ნაკრები პირველ მატჩს 16 ივნისს, სენეგალის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წაუგებელი სერია და პირველი ქულა | ბრაზილია-მაროკოს საინტერესო ფაქტები
წაუგებელი სერია და პირველი ქულა | ბრაზილია-მაროკოს საინტერესო ფაქტები