არდა გიულერი, თურქეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მეკარის სუპერმატჩი და სენსაციური გამარჯვება - ავსტრალიამ თურქეთს მოუგო

ავსტრალიამ მსოფლიო ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო და თურქეთი 2:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი თურქების აშკარა უპირატესობით წარიმართა. ვინჩენცო მონტელას გუნდი ბურთს აკონტროლებდა და მეტოქის კარისკენ 10-ჯერაც დაარტყა, თუმცა 27-ე წუთზე ავსტრალიელები კონტრშეტევაზე გაიქცნენ და ნესტორი ირანკუნდამ უგურჩან ჩაქირის კარი აიღო.

მეორე ტაიმში მოედანზე კენან ილდიზი გამოჩნდა, თურქეთმა კი კიდევ უფრო გაზარდა წნეხი მეტოქეზე, თუმცა მეორე გოლის გატანა 53-ე წუთზე ისევ ავსტრალიას შეეძლო: კუთხურის შემდეგ ჰარი სუტარის თავური დარტყმა ჩაქირმა მოიგერია. მალევე არდა გიულერი ახლოს იყო ანგარიშის გათანაბრებასთან, როცა მისი შესრულებული ჯარიმა ავსტრალიელთა მეკარემ, პატრიკ ბიჩმა მოიგერია.

72-ე წუთზე ჩელიქის დარტყმის შემდეგ კვლავ ბიჩმა იყოჩაღა, 75-ე წუთზე კი კონორ მეტკალფმა ავსტრალიელთა უპირატესობა ორამდე გაზარდა.

დარჩენილ დროში ავსტრალიის ნაკრები დაცვაში დამაჯერებლად მოქმედებდა და სასურველი ანგარიშის შენარჩუნება შეძლო.

პირველი ტურის შემდეგ ავსტრალია და აშშ 3-3 ქულით პირველ და მეორე ადგილებს იყოფენ, თურქეთსა და პარაგვაის კი ჯერჯერობით 0 ქულა აქვთ. მომდევნო ტურში აშშ ავსტრალიას (19 ივნისი), თურქეთი კი პარაგვაის (20 ივნისი) დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „შეუძლებელია, პირველივე თამაშში იდეალურები ვიყოთ“ - კარლო ანჩელოტი
    „შეუძლებელია, პირველივე თამაშში იდეალურები ვიყოთ“ - კარლო ანჩელოტი