ჯონ მაკგინი, შოტლანდიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მაკგინის ერთადერთი გოლით - შოტლანდიამ მოიგო და ჯგუფში გალიდერდა

მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველ ტურში, შოტლანდიის ნაკრები ჰაიტის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

ერთადერთი გოლი 28-ე წუთზე, ჯონ მაკგინიმ გაიტანა.

ამ გამარჯვებით, შოტლანდია C ჯგუფის ლიდერი გახდა. ამავე ჯგუფში პირველი მატჩი, რომელიც ბრაზილიისა და მაროკოს ნაკრებებს შორის გაიმართა, ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, პირველ ადგილზე 3 ქულით შოტლანდიაა, მეორე-მესამე პოზიციებს კი ბრაზილია და მაროკო ინაწილებენ.

მომდევნო ტურში შოტლანდია მაროკოს დაუპირისპირდება, ჰაიტის ნაკრები კი ბრაზილიას. ორივე მატჩი 20 ივნისს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    პოჩეტინო: “მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში უნდა გავიდეთ“
    პოჩეტინო: “მეოთხედფინალში ან ნახევარფინალში უნდა გავიდეთ“