იურგენ კლოპი
Aa
Aa

„ფეხბურთი მძევლად ჰყავთ აყვანილი“ - კლოპმა FIFA გააკრიტიკა

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების დროს წყლის შესვენებების შემოღება გააკრიტიკა, რადგან, მისი თქმით, ეს მხოლოდ დამატებითი რეკლამის განსათავსებელი საშუალებაა.

კლოპმა განაცხადა, რომ შესვენებები „სპონსორების ოქროს გალიად“ იქცევა, მიუხედავად იმისა, რომ ფიფა ამ სიახლეს „მოთამაშეთა კეთილდღეობის ფარად“ წარმოაჩენდა:

„ფეხბურთი მძევლად ჰყავთ აყვანილი ხელმძღვანელებს, რომლებიც კონდიცირებულ ოფისებში სხედან. როდესაც დავინახე, როგორ იდგნენ მოთამაშეები მოედანზე პაუზის დროს, სატელევიზიო ტაიმ-აუტები კი მატჩის რიტმს კარნახობდა, არ შემეძლო საკუთარი თავისთვის არ მეკითხა: საერთოდ ვისთვის ტარდება მსოფლიო ჩემპიონატი? გულშემატკივრებისთვის? მოთამაშეებისთვის? თუ რეკლამის დამკვეთებისთვის?

მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მდინარესავით უნდა მიედინებოდეს. ამის ნაცვლად, ჩვენ კალაპოტის შუაგულში კაშხლებს ვაშენებთ, რათა იქ რეკლამა გამოჩნდეს. ეს სახიფათოა თამაშის სულისკვეთებისთვის. ადრე ფეხბურთი მთავარი მოვლენა იყო, ახლა კი ის სარეკლამო შოუს ფონად ქცევის რისკის ქვეშაა“, – განაცხადა კლოპმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კლოზე: კარგი იქნება თუ ჩემს რეკორდს მესი მოხსნის, ნამდვილი გენიოსია
კლოზე: კარგი იქნება თუ ჩემს რეკორდს მესი მოხსნის, ნამდვილი გენიოსია