კლოზე: კარგი იქნება თუ ჩემს რეკორდს მესი მოხსნის, ნამდვილი გენიოსია
გერმანიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა მიროსლავ კლოზემ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არ იქნება, თუ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატების მატჩებში გატანილი გოლების მის რეკორდს მოხსნის.
„ველოდები, რომ ჩემი რეკორდი უკვე ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიხსნება. ტურნირი უფრო მასშტაბური გახდა, მატჩების რაოდენობამ მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ გოლების გატანის შესაძლებლობებიც გაიზარდა.
მესიც და მბაპეც ტურნირის ბადეში ალბათ შორს წავლენ და ეს სრულიად მაკმაყოფილებს. ადრე თუ გვიან რეკორდს მაინც გააუმჯობესებდნენ.
თუ ეს მოხდება, ჩემთვის სასიამოვნო იქნება, თუ რეკორდს სწორედ მესი მოხსნის. ყოველთვის მისი დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. ის ნამდვილი გენიოსია.
გარდა ამისა, ძალიან დიდ პატივს ვცემ არგენტინის ნაკრების მწვრთნელს (ლიონელ სკალონის). როდესაც ერთად გამოვდიოდით (ლაციოში), სკალონის ქალაქს ვათვალიერებინებდი და რომს ვაცნობდი. ჩვენ დღემდე კარგი მეგობრები ვართ“,
- განუცხადა კლოზემ Süddeutsche Zeitung-ს.
კლოზე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, მის ანგარიშზე 24 მატჩში 16 გოლია.
მესის ამჟამად 26 თამაშში 13 გოლი აქვს, კილიან მბაპეს კი 14 მატჩში 12 გოლი.