ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

The Athletic: რეალი და ვინისიუსი ლოიალობის ბონუსზე ვერ თანხმდებიან

ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ი ვინისიუს ჟუნიორსა და მადრიდის „რეალს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში უთანხმოების მთავარ მიზეზს ასახელებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელის კონტრაქტი სამეფო კლუბთან 2027 წლამდეა გათვლილი და წელიწადში ვინისიუსი ხელფასის სახით დაახლოებით 18 მილიონ ევროს იღებს. 2025 წელს „ბლანკოსმა“ ვინისიუსს ახალი კონტრაქტი და ყოველწლიურად 20 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელმა ეს შეთავაზება უარყო, ხოლო მისი წარმომადგენლების შემხვედრი წინადადება „რეალმა“ არ დააკმაყოფილა. მას შემდეგ მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ.

The Athletic-ის ინფორმაციით, უთანხმოების მთავარი წყარო ე.წ. ლოიალობის ბონუსის ოდენობაა, რომელიც ვინისიუსმა ახალი კონტრაქტის გაფორმებისას უნდა მიიღოს. ფეხბურთელის გარემოცვაში ამ ბონუსს შემოსავლის გაზრდის ერთადერთ წყაროდ განიხილავენ, ვინაიდან „რეალი“ კლუბში არსებული „სახელფასო ჭერის“ გაზრდას არ აპირებს.

ვინისიუსის აგენტებს მაგალითად მოჰყავთ კილიან მბაპე, რომელიც დაახლოებით ისეთივე ხელფასს იღებს, როგორსაც ვინისიუსი, მაგრამ „პარი სენ-ჟერმენიდან“ „რეალში“ გადასვლისას ფრანგმა მსუყე ბონუსი მიიღო, რომლის თანხაც ბრაზილიელისთვის შეთავაზებულ ბონუსს ბევრად აღემატება.

თავის მხრივ, „რეალის“ ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ თუ ისინი ვინისიუსის წინადადებას მიიღებენ, ეს „დომინოს ეფექტს“ შექმნის და სხვა ფეხბურთელებიც კონტრაქტების გახანგრძლივებისას დიდ ბონუსებს მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეალმა როდისთან ყველა დეტალი შეათანხმა - უახლესი ცნობები ტრანსფერზე
რეალმა როდისთან ყველა დეტალი შეათანხმა - უახლესი ცნობები ტრანსფერზე