ჩელსის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია - ჯარიმა და ფეხბურთელების რეგისტრაციის აკრძალვა
Aa
Aa

ჩელსის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია - ჯარიმა და ფეხბურთელების რეგისტრაციის აკრძალვა

ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ (FA) ლონდონის „ჩელსი“ ფინანსური ფეირ-პლეის წესების დარღვევის გამო დასაჯა.

2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა „ჩელსის“ ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის ოფშორული კომპანიების საშუალებით ლონდონური კლუბი ფინანსური ფეირ-პლეის წესებს არღვევდა. „ლურჯებს“ ედენ აზარის და ნგოლო კანტეს აგენტებისთვის, ასევე „ანჟის“ მფლობელი სულეიმან ქერიმოვისთვის [ვილიანის და სამუელ ეტო'ოს ტრანსფერები] ფულის გადახდის გამო ჯარიმა და პრემიერლიგაში ქულების დაკლება ემუქრებოდათ.

ლონდონური კლუბის ახალი ხელძღვანელობა სანქციების შესამსუბუქებლად პრემიერლიგასთან მოლაპარაკებებს მართავდა და კომპენსაციის გადახდაზეც იყო თანახმა.

2025 წლის სექტემბერში FA-მ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი „ჩელსის“ 2009-2022 წლებში წესების დარღვევის 74 ეპიზოდის გამო. „ჩელსი“ წესების დარღვევის ფაქტი აღიარა, სასჯელის სახით კლუბს 6 ქულის დაკლება და 10 მილიონი გირვანქას ოდენობის ჯარიმა ემუქრებოდა.

„არისტოკრატების“ აპელაციამ შედეგი გამოიღო და კლუბი ქულების დაკლებას გადაურჩა, თუმცა ამის ნაცვლად „ლურჯებს“ ზედიზედ ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ახალი ფეხბურთელების რეგისტრაციაზე პირობითი აკრძალვა დაუწესდა.

„კლუბის აპელაცია 10-მილიონიანი ჯარიმის გადახედვას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად ეს სანქცია ძალაში რჩება. თანხა მთლიანად ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას მოხმარდება“, - აღნიშნულია ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორგან როჯერსი ჩელსიში გადადის | ასტონ ვილა 117 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს
მორგან როჯერსი ჩელსიში გადადის | ასტონ ვილა 117 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს