ჩელსის სირცხვილი | ენცოს გოლი აღნიშნეს და პოსტის წაშლა მოუწიათ
ლონდონის „ჩელსი“ ინგლისელი გულშემატკივრების სერიოზული კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტია, რომელიც „არისტოკრატებმა“ არგენტინის ნაკრების ფეხბურთელს, ენცო ფერნანდესს მიუძღვნეს.
ინგლისისა და არგენტინის ნახევარფინალური მატჩის 85-ე წუთზე „ჩელსის“ ნახევარმცველმა „სამი ლომის“ კარი აიღო და ანგარიში გაათანაბრა. „ლურჯები“ ენცოს გოლს გამოეხმაურნენ, მისი აღნიშვნის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს და ფერნანდესის სახელსა და გვარს აფეთქების ემოჯი დაურთეს.

ლონდონური კლუბის ქმედებამ უდიდესი ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. „სამი ლომის“ ქომაგებმა „ჩელსი“ მიწასთან გაასწორეს და ის „საშინელ კლუბად“ მოიხსენიეს, რომელიც „სამარცხვინოდ მოიქცა“. საბოლოოდ „არისტოკრატები“ იძულებული გახდნენ, ენცოს შესახებ გამოქვეყნებული პოსტი წაეშალათ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ ინგლისი 2:1 დაამარცხა. მატჩის პირველი გოლი ენტონი გორდონმა გაიტანა, რასაც „ალბისელესტემ“ ენცოსა და ლაუტარო მარტინესის გოლებით უპასუხა. ინგლისი მესამე ადგილისთვის საფრანგეთთან იბრძოლებს, ხოლო არგენტინა ესპანეთს დაუპირისპირდება.