ჰარი კეინი, ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„1:0-ის შენარჩუნება ვცადეთ, რაც ამ დონეზე საკმარისი არაა“ - ჰარი კეინი

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა, ჰარი კეინმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, დრამატულ მატჩში არგენტინასთან განცდილი მარცხი შეაფასა.

„გულდაწყვეტილი ვარ გუნდის, სამწვრთნელო შტაბისა და გულშემატკივრების გამო. მატჩის უდიდესი ნაწილი კარგად ვითამაშეთ. როდესაც დავწინაურდით, ამ ანგარიშის შენარჩუნება ვცადეთ, რაც ამ დონეზე საკმარისი არაა.

აქამდე მოსასვლელად ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ბიჭებმა სისხლის, ოფლისა და ცრემლების ბოლო წვეთამდე იბრძოლეს. ამ მუნდიალზე კარგი მომენტები გვქონდა. ძალიან ბევრი კარგი მატჩი ვითამაშეთ, ისევ გავედით ნახევარფინალში. ახლოს ვიყავით, მაგრამ ფინალში გასვლამდე ცოტა დაგვაკლდა“.

ცნობისთვის, არგენტინასთან მატჩში ანგარიში ენტონი გორდონმა გახსნა, თუმცა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონებმა ჯერ ენცო ფერნანდესის გოლით წონასწორობა აღადგინეს, შემდეგ კი ლაუტარო მარტინესის გოლით ფინალის საგზური მოიპოვეს.

რაც შეეხება ინგლისელებს, ტომას ტუხელის გაწვრთნილი გუნდი მესამე ადგილისთვის მატჩში საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამაგალითო გავლენა თამაშზე - კლიშისთვის იამალი პირველია
სამაგალითო გავლენა თამაშზე - კლიშისთვის იამალი პირველია