მიხაილო მუდრიკი
Aa
Aa

დისკვალიფიკაცია გაუქმებულია - მიხაილო მუდრიკი მოედანს დაუბრუნდება

 

„ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 4-წლიანი აკრძალვა, რომელიც დამიწესეს, გაუქმდა და მე შემიძლია, დაუყოვნებლივ განვაახლო კარიერა. მადლობელი ვარ, რომ ეს პროცესი დასრულდა, და ფეხბურთში დაბრუნების ნებართვა მივიღე. ეს ჩემი კარიერის ყველაზე რთული პერიოდი იყო.

როგორც ამ საქმის დასაწყისიდანვე ვაცხადებდი, არასდროს განზრახ არ მიმიღია აკრძალული ნივთიერება. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სამართლიანად მიმეღო მონაწილეობა შეჯიბრებებში და ჩემი კლუბი თუ ქვეყანა პროფესიონალიზმითა და პატიოსნებით წარმომედგინა.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს და მეგობრებს ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხარდაჭერისა და რწმენისთვის. ასევე მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა მადლიერება „ჩელსის“ ყველა თანამშრომელს, ჩემს თანაგუნდელებსა და „ჩელსის“ გულშემატკივრებს, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ გვერდით იყვნენ.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს იურიდიულ გუნდს და ყველას, ვინც ამ საქმეზე დაუღალავად მუშაობდა. ახლა ფეხბურთში დაბრუნებაზე, ყოველდღიურ შრომასა და მოედანზე დადებითი წვლილის შეტანაზეა ვიქნები კონცენტრირებული“.

როგორც ინგლისის ფეხბურთის ფედერაციაში განმარტეს, 2024 წლის შემდეგ ანტიდოპინგური სააგენტოს მოთხოვნები შეიცვალა და მუდრიკს რომ ნიმუში დღეს ჩაებარებინა, მასში მელდონიუმის კონცენტრაცია არ დარეგისტრირდებოდა და დარღვევას ადგილი არ ექნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მუდრიკი დოპინგის გამოყენებაშია ეჭვმიტანილი - ბოლოს უკრაინელმა 2024 წლის ნოემბერში ითამაშა. მისი ტრანსფერი დონეცკის „შახტარიდან“ „არისტოკრატებს“ 70 მილიონი ევრო დაუჯდათ.

როგორც 2024 წლის დეკემბერში „ჩელსის“ ოფიციალური განცხადებიდან გახდა ცნობილი, მუდრიკის დოპინგტესტმა დადებითი შედეგი უკრაინის ნაკრების ნოემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ აჩვენა. 16 ნოემბერს უკრაინის ნაკრები საქართველოს დაუზავდა (1:1 - კვერკველიამ ბურთი საკუთარ კარში სწორედ მუდრიკის ჩაწოდების შემდეგ ჩაჭრა), 19 ნოემბერს კი სტუმრად ალბანეთს მოუგო (2:1). მუდრიკის ორგანიზმში მელდონიუმი აღმოაჩინეს, ფეხბურთელმა კი განაცხადა, რომ აკრძალული ნივთიერებები არასოდეს მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მშობლების მკლავებში ვტიროდი“ - ესტევაოს ემოციური აღიარება
“მშობლების მკლავებში ვტიროდი“ - ესტევაოს ემოციური აღიარება