აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ალეგრი ამისთვის მოვიყვანე“ - დე ლაურენტისს ჩემპიონთა ლიგა სურს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ხშირ შემთხვევაში ამბიციურზე უფრო მეტად, რეალობასმოწყვეტილი მიზნების დასახვით გამოირჩეოდა, რის გამოც კამპანიურ კლუბში მომუშავე მწვრთნელთა უმეტესობას კონფლიქტით დაშორდა. რა იქნება ამჯერად, მასიმილიანო ალეგრის შემთხვევაში, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ დე ლაურენტისმა მას მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაუსახა, რაზეც ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვრცლად ისაუბრა.

აურელიო დე ლაურენტისი

ფეხბურთში ჩემი 22-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე მუდამ ზუსტად ვხვდებოდი, რისი გაკეთება შეეძლო „ნაპოლის“ და ახლა ჩემი წინასწარმეტყველური უნარების სრული კომპლექტაციისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა გვჭირდება და ვნახოთ, რამდენად შეძლებს ალეგრი ჩემი მოთხოვნის შესრულებას.

საჭიროა მუდამ უმაღლეს მიზნებს ისახავდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შენ „ნაპოლის“ წარმომადგენელი ხარ - ერთადერთი იტალიური გუნდის, რომელმაც ევროტურნირებზე ზედიზედ 16 სეზონი ითამაშა. ჩემი 22-წლიანი მუშაობა იმდენად ღირსეულია, რომ მისი დასრულება ჩემპიონთა ლიგის მოგებით იდეალური იქნებოდა.

ცნობისათვის, აურელიო დე ლაურენტისის პრეზიდენტობის პერიოდში „ნაპოლიმ“ ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, სამჯერ იტალიის თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
A Bola: ქოჩორაშვილი ლისაბონშია, ესპანურ პრესაში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება
A Bola: ქოჩორაშვილი ლისაბონშია, ესპანურ პრესაში მცდარი ინფორმაცია ვრცელდება