ჯასტინ გეიჯი, ჟორჟ სენ-პიერი
Aa
Aa

„მის ადგილზე კარიერას ახლავე დავასრულებდი“ - სენ-პიერის რჩევა გეიჯის

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჟორჟ სენ-პიერმა თავის პოდკასტში მსუბუქი წონის ჩემპიონ ჯასტინ გეიჯიზე ისაუბრა, რომელმაც სატიტულო ბრძოლაში ილია თოფურია დაამარცხა.

სენ-პიერის თქმით, ის რომ ახლა გეიჯის ადგილზე იყოს, კარიერას დაასრულებდა და ქამარს ვაკანტურს გახდიდა.

„ჯასტინი ნამდვილი მეომარია. მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, ძალიან მიყვარს მისი ბრძოლები, მაგრამ ასევე მინდა, რომ ის ჯანმრთელი იყოს, დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს თავის ოჯახთან ერთად.

მე, მაგალითად, ბრძოლა არ მიყვარდა. ვარჯიში მიყვარს, მაგრამ უშუალოდ ბრძოლა ძალიან სტრესული იყო. თუმცა არიან მებრძოლები, რომლებსაც ეს სიამოვნებთ. ჩემი აზრით, ჯასტინ გეიჯის ბრძოლა ძალიან მოსწონს.

მის ადგილზე რომ ვიყო, კარიერას ახლავე დავასრულებდი. რისი მიღწევა უნდა კიდევ მომავალში? რა უნდა იყოს იმაზე დიდებული, ვიდრე ის, რაც ჯასტინმა თეთრ სახლში გააკეთა? კარიერას დავასრულებდი და ოქტაგონში მარტო ერთი რამის გამო თუ დავბრუნდებოდი - ბრძოლა კონორ მაკგრეგორთან.

ვიცი, რომ კონორმა ტრავმა მიიღო და უახლოეს მომავალში არ იჩხუბებს. ჯასტინმა რომ კარიერა დაასრულოს და ერთი წელი დაისვენოს, კონორიც აღიდგენს ფიზიკურ კონდიციებს და ეს ბრძოლა კარგად გაიყიდება“.

როგორც ილია თოფურიასთან ჩხუბის შემდეგ თავად გეიჯიმ განაცხადა, ის, როგორც წელი, წელიწადში ერთხელ ჩხუბობს, მიმდინარე წელს კი უკვე ორი ბრძოლა გამართა [პედი პიმბლეტი და ილია თოფურია]. შესაბამისად, 2027 წლამდე „ჰაილაითის“ ოქტაგონში დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გამო მერაბი უნდა დაისაჯოს. ცუდად მოიქცა“ | პიოტრ იანი დვალიშვილზე
„ამის გამო მერაბი უნდა დაისაჯოს. ცუდად მოიქცა“ | პიოტრ იანი დვალიშვილზე