ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი
Aa
Aa

„მწვრთნელებს ვეკითხებოდი, რომელი რაუნდია“ - გეიჯიმ ილიასთან ჩხუბი გაიხსენა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ჯასტინ გეიჯიმ თეთრ სახლში ილია თოფურიასთან გამართული ბრძოლა გაიხსენა და ისაუბრა იმ მომენტზე, როდესაც ცნობილი გახდა, რომ „ელ მატადორი“ ჩხუბს ვეღარ გააგრძელებდა.

„მოულოდნელად მოვიგე - ეს საკმაოდ უცნაური გრძნობა იყო. მახსოვს, რომ სკამზე დავჯექი და მწვრთნელებს ვკითხე, ეს მესამე რაუნდია თუ მეოთხე? რამდენი რაუნდი დაგვრჩა - ერთი თუ ორი? და სწორედ ამ დროს ერთ-ერთმა მწვრთნელმა დაიძახა, რომ ყველაფერი დასრულდა.

ამას არ ველოდებოდი. არ მჯეროდა, რომ ბრძოლა გააჩერეს. მაშინვე დარბაზში ჩემი მშობლები მოვძებნე, ყველანი გალიაში შემოვიყვანე. დარბაზში ტრამპი და მისი ოჯახი იყვნენ. ეს წარმოუდგენელი რამ იყო“.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისთან დამარცხების შემდეგ თოფურიამ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, დიდი ალბათობით, ილია თოფურია ოქტაგონზე 2027 წლამდე ვერ დაბრუნდება.

რაც შეეხება გეიჯის, როდის და ვის წინააღმდეგ დაიცავს „ჰაილაითი“ ჩემპიონის ტიტულს, ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა
„ჩემთან ჩხუბს ცარუკიანი ბევრად მეტად იმსახურებს“ | გეიჯიმ ილიასთან რემატჩზე ისაუბრა