ილია თოფურია, დემეტრიუს ჯონსონი
Aa
Aa

„მაგარი ჩხუბი იქნება, სიამოვნებით ვნახავდი“ | დემეტრიუს ჯონსონი ილია VS ჩანკოზე

UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, დემეტრიუს ჯონსონი გასულ შაბათ-კვირას, აბუ-დაბიში გამართულ ღონისძიებას გამოეხმაურა. „მაითი მაუსმა“ მაგომედ ზაინუკოვზე (მეტსახელად ჩანკო) ისაუბრა, რომელმაც ორგანიზაციაში სადებიუტო გამარჯვების შემდეგ ილია თოფურიასთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

„ილიასა და ჩანკოს ორთაბრძოლა ძალიან მომწონს, ლამაზი დაპირისპირება იქნება. საინტერესოა, რა მოხდება. თოფურიას გეიჯისთან აქვს წაგებული და როგორც ქვემსუბუქში, ისე მსუბუქ წონით დივიზიონში ბევრი მაგარი ორთაბრძოლის ჩანიშვნა შეიძლება, თუმცა, მისი და ჩანკოს ჩხუბს სიამოვნებით ვნახავდი.“

შეგახსენებთ, რომ ზაინუკოვი ისლამ მახაჩევის თანაგუნდელია და მას ხაბიბ ნურმაგომედოვი წვრთნის. სადებიუტო ბრძოლაში „ჩანკომ“ დამიან რჟეპეცკი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ ის და ილია ერთ ოთახში რომ ჩაიკეტონ, თოფურია ცოცხალი ვერ გამოვა.

ცნობისთვის, ზაინუკოვმა „ელ მატადორზე“ ბრძოლამდეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გეიჯის წინააღმდეგ, მის წაგებაში დარწმუნებული იყო და ჯასტინის გამარჯვებაზე ფსონიც ჰქონდა განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ზუსტად ამას ველოდი“ - მეჯიქ ჯონსონმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
„ზუსტად ამას ველოდი“ - მეჯიქ ჯონსონმა მამუკელაშვილზე ისაუბრა