ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ისრაელ ადესანია
Aa
Aa

„ამას კიდევ ერთხელ გააკეთებს“ - ადესანიას პროგნოზი ილია-გეიჯის ბრძოლაზე

UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა საშუალო წონაში, ისრაელ ადესანიამ, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის სატიტულო დაპირისპირების შესახებ თავისი მოსაზრება გააზიარა, რომლებიც ამ შაბათ-კვირას თეთრ სახლთან დაგეგმილ სადღესასწაულო ტურნირს დააგვირგვინებენ.

„საბრძოლო ხელოვნების ისტორიაში ყველაზე დიდ არენაზე, საღამოს მთავარ მოვლენაში, ვფიქრობ, რომ ილია თოფურია თავის რეკორდს 18-0-მდე გაზრდის და კვლავ გააკეთებს იმას, რაც უკვე ბევრჯერ გაუკეთებია - დაამარცხებს ლეგენდას. ილია საბოლოოდ ჩაწერს თავის სახელს უდიდეს მებრძოლთა შორის“,

- განაცხადა ადესანიამ თავის YouTube არხზე.

დაუმარცხებელი ილია თოფურია, რომელიც მსუბუქ წონაში UFC-ის ქამარს ფლობს, ბრძოლას სატიტულო დაპირისპირებებში ნოკაუტით მოპოვებული სამი შთამბეჭდავი გამარჯვების სერიით ხვდება, რა დროსაც თანმიმდევრულად გაუსწორდა ალექს ვოლკანოვსკის, მაქს ჰოლოუეისა და ჩარლზ ოლივეირას, ხოლო ჯასტინ გეიჯიმ წლის დასაწყისში ბევრისთვის მოულოდნელად, დაამარცხა რა პედი პიმბლეტი და დივიზიონის დროებითი ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები