ჯონსონი: მიყვარს ილია თოფურიას ყურება, ის უბრალოდ გნუსხავს
UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, დემეტრიუს ჯონსონმა მისი ფავორიტი მოქმედი მებრძოლები დაასახელა.
პირველი ვინც ჯონსონმა გამოარჩია, ქართველი ჩემპიიონი, ილია თოფურიაა.
„მიყვარს ილია თოფურიას ყურება, ის უბრალოდ გნუსხავს, მას მაღალი საბრძოლო ინტელექტი აქვს. ბრწყინვალე მოჭიდავეა, ბრწყინვალე მოკრივე. როდესაც ის გეხება, მაშინვე დასაძინებლად გაგზავნის. ასევე მიყვარს ადესანიას ყურება... კიდევ ვინ? მაქს ჰოლოუეი, ჯასტინ გეიჯი. მომწონს ტომ ასპინალი, ჩარლზ ოლივეირა. არმან ცარუკიანი — ის ნამდვილი ეტალონია“, — განაცხადა ჯონსონმა ჟორჟ სენ-პიერთან ინტერვიუში.
მანამდე დემეტრიუსმა თოფურია-გეიჯის ბრძოლაზე პროგნოზი გააკეთა.
„არჩევანის გაკეთება რომ მომიწიოს, ფსონს ილია თოფურიას ნოკაუტით გამარჯვებაზე დავდებდი, რადგან ამ ბიჭმა იცის, როგორ გააკეთოს ეს. თოფურია შეეცდება ჯასტინი წონასწორობიდან გამოიყვანოს, რათა ნოკაუტში ჩააგდოს“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ თეთრ სახლში, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის საჩემპიონო ჩხუბი 14 ივნისს, საქართველოს დროით კი 15 ივნისის დილას გაიმართება.