ჰალეს კვალიფიკაცია - ბასილაშვილი ფინალში გავიდა
ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ადგილობრივ დიეგო დედურას დაუპირისპირდა, რომელიც ATP რეიტინგში 283-ე ადგილს იკავებს.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ორ სეტში 7:6 6:3 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
პირველ სეტში ნიკოლოზმა ბრეიკი მე-11 გეიმში შეასრულა და სეტზე აწვდიდა, თუმცა გერმანელმა უმალ უკუბრეიკი შემოგვთავაზა და ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც ნიკოლოზი უკეთესი იყო და 8:6 გაიმარჯვა.
მეორე სეტი კვლავ ბასილაშვილის კარნახით წარიმართა. მე-6 გეიმში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქის ჩაწოდება მოგიო და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
ცნობისთვის, ჰალეს კვალიფიკაციის ფინალში ბასილაშვილი ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, რომელსაც აქამდე კარიერაში 4-ჯერ შეხვდა და დამარცხებული მხოლოდ ერთხელ ჰყავს.