კარიერის განახლების შემდეგ, 44 წლის სერენა უილიამსმა პირველი მატჩი მოიგო
„დიდი სლემის“ ტურნირების 23-გზის ამერიკელი ჩემპიონის, სერენა უილიამსისა და კანადელი ვიქტორია მბოკოს დუეტი ლონდონის WTA-500 კატეგორიის ტურნირის მეორე წრეში გავიდა, როდესაც სასტარტო მატჩში ნიკოლ მელიჩარ-მარტინესი (აშშ) და ერინ რუტლიფი (ახალი ზელანდია) დაამარცხა.
მეტოქეების შეხვედრა 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა და ანგარიშით 7:6 (7:2), 6:2 დასრულდა.
მატჩის განმავლობაში უილიამსი/მბოკოს წყვილმა ორი ეისი შეასრულა, სამი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
მელიჩარ-მარტინესი/რუტლიფის დუეტმა ვერცერთი ეისი ვერ მიითვალა, ხუთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ერთადერთი გამომუშავებული ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო.
შემდეგ წრეში უილიამსი და მბოკო ლეილა ფერნანდესი/ლაურა ზიგემუნდისა და ალექსანდრა პანოვა/დემი სხურსის მატჩში გამარჯვებულებს დაუპირისპირდებიან.