სერენა უილიამსი
Aa
Aa

სერენა კორტს უბრუნდება - ლეგენდარული ჩოგბურთელი წყვილებში იასპარეზებს

სერენა უილიამსი კორტს უბრუნდება - ეს ინფორმაცია თავად 44 წლის ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.

„ქუინს ქლაბი“ ახალი ეტაპის დასაწყებად იდეალური ადგილია. ბალახის კორტებს ჩემი კარიერის არაერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი უკავშირდება, ამიტომ მოუთმენლად ველოდები ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი არენაზე ასპარეზობას“, - განაცხადა ამერიკელმა ჩოგბურთელმა.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა „ქუინს ქლაბის“ 500-ქულიანი ტურნირის ე.წ. უაილდ ქარდი (wild card) მიიღო, რაც მას ტურნირის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლებას მისცემს.

სერენა უილიამსი წყვილებში იასპარეზებს, მისი მეწყვილე კი 19 წლის კანადელი ვიქტორია მბოკო იქნება. ბოლოს უილიამსმა 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზა. 

აქვე გეტყვით, რომ „ქუინს ქლაბის“ 500-ქულიანი ტურნირი 8-14 ივნისს ლონდონში გაიმართება. ამ ტურნირს „უიმბლდონის“ ერთგვარ მთავარ მოსამზადებელ ეტაპად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ უილიამსს ერთეულებში დიდი სლემის 23 ტიტული, ხოლო წყვილებში დიდი სლემის 14 ტიტული აქვს მოგებული. სერენას და მისი დის, ვენუს უილიამსის ანგარიშზე ასევე წყვილებში მოგებული 3 ოლიმპიური ოქროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უდიდესი სენსაცია როლან გაროსზე | სინერი მეორე წრეში დამარცხდა
უდიდესი სენსაცია როლან გაროსზე | სინერი მეორე წრეში დამარცხდა