ელენა რიბაკინა
Aa
Aa

მუხოვა გაანადგურა - რიბაკინამ შტუტგარტის ტურნირი მოიგო

ავსტრალიის ღია პირველობის მოქმედმა ჩემპიონმა ელენა რიბაკინამ მიმდინარე წელს მე-2 ტიტული მოიგო.

ყაზახეთის სახელით მოასპარეზე ჩოგბურთელმა შტუტგარტის ტურნირის ფინალში მუხოვა ორ სეტში 7:5 6:1 დაამარცხა.

პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. რიბაკინამ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და მუხოვა გამუდმებით მდევრის სტატუსით იყო, თუმცა იმ დროს, როდესაც ელენა სეტზე აწვდიდა, საკუთარი ჩაწოდება დათმო და წონასწორობა აღსდგა.

მიუხედავად ამისა, ელენამ მაინც გამონახა ძალები, ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. რიბაკინამ ორი ბრეიკი შეასრულა და მარტივად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, შტუტგარტის ტურნირის მოგებით, ელენამ 500 სარეიტინგო ქულა დააგროვა. ახლა რიბაკინას WTA-ს რეიტინგში 8500 ქულა დაუგროვდა. პირველ პოზიციაზე მყოფ არინა საბალენკას 2395 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები