90-ე წუთზე დიალოს გოლით - კოტ დივუარმა ეკვადორი დაამარცხა
მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ტურის მარტები გრძელდება. E ჯგუფში კოტ დ’ივუარმა ეკვადორთან საკმაოდ დამაჯერებლად ითამაშა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოიგო.
თუ პირველ ნახევარში თანაბარი ბრძოლა და უფრო თანაფარდობა იყო, მეორე ნახევარში აფრიკელებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და მეტოქეს შანსი თითქმის არ მისცეს, რამაც შედეგი 90-ე წუთზე გამოიღო, როცა სინგოს პასით ამად დიალომ გაიტანა.
მოედანზე საუკეთესო „ლაიპციგის“ 19 წლის აგრემარბი იან დიომანდე, რომელსაც მეტოქის 2 მცველი გაჭირვებით თუ აჩერებდა. საბოლოოდ, მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა. უნდა ითქვას, რომ „სპილოს ძვლის ქვეყნელებს“ ღრმა შემადგენლობა ჰყავთ და ამ გამარჯვებით, თითქმის პლეი-ოფში თამაში გაინაღდეს.
E ჯგუფში გერმანიამ დებიუტანტ კურასაოს 7:1 გადაუარა და რა თქმა უნდა პირველ პოზიციაზეა. მეორე ტურში სწორედ ლიდერების მატჩს ვიხილავთ - 20 ივნისს (23:55-ზე) გერმანია კოტ დ’ივუარს დაუპირისპირდება. კურასაო კი ეკვადორს.