კარლოს ალკარასი, იანიკ სინერი
Aa
Aa

„ალკარასისგან განსხვავებით, სინერი ამას არ გააკეთებს“ - პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება

რამდენიმე თვის წინ, როდესაც მაშინ ჯერ კიდევ „მილანის“ მთავარ მწვრთნელს მასიმილიანო ალეგრის იტალიურ ფეხბურთში არსებული კრიზისის მიზეზებზე ჰკითხეს, მან ასეთი პასუხი გასცა: „მოზარდ თაობას ფეხბურთში მისაბაძი აღარავინ ჰყავს, ყველა მათგანს სურს მომავალში ჩოგბურთელი გახდეს და იანიკ სინერს დაემსგავსოს“. რა თქმა უნდა, იტალიაში ფეხბურთზე პოპულარული ჩოგბურთი არ არის და ალბათ არც იქნება, თუმცა ბოლო პერიოდში სპორტის ამ სახეობაში აპენინელების წარმატებები თვალშისაცემია, ხოლო თუ რა არის ამ წარმატების საიდუმლო, იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანჯელო ბინაგიმ საინტერესოდ ისაუბრა:

„იტალიური ჩოგბურთის პროგრესის მიზეზებზე ბევრი მეკითხება და ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მაქვს. ალბათ მთავარი გახლავთ ის, რომ ჩვენი ჩოგბურთელები როგორც კორტზე, ასევე მის მიღმა სამაგალითო ქცევით გამოირჩევიან. სინერი თამაშის დროს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძვის. გარდა ამისა, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ კარლოს ალკარასისგან განსხვავებით ის იახტაში 6 მილიონ ევროს არასოდეს გადაიხდის. ეს პროფესიონალიზმი ჩვენს ჩოგბურთში იანიკამდე მატეო ბერეტინიმ და ფაბიო ფონინიმ დაამკვიდრეს და ისინი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩნენ“.

ცნობისათვის, იტალიის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ყურადღება კარლოს ალკარასის ბოლო შენაძენზე გაამახვილა - მარტში მან 27-მეტრიანი იახტა 9 მილიონ ევროდ იყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დიაბეტით ჩემპიონი გახდა, იმსახურებს“ - ლეგენდებმა ზვერევზე ისაუბრეს
„დიაბეტით ჩემპიონი გახდა, იმსახურებს“ - ლეგენდებმა ზვერევზე ისაუბრეს