ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ჰალეს ტურნირი - ბასილაშვილი ძირითად ბადეში ითამაშებს

ჰალეს ტურნირის კვალიფიკაციის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4 6:4 დაამარცხა. ამ შედეგით ქართველი ჩოგბურთელი ჰალეს ძირითად ბადეში ითამაშებს.

პირველი სეტი ნიკოლოზის დომინირებით წარიმართა. იტალიელს არცერთი ბრეიკ პოინტი არ ჰქონდა. თავად ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება მე-7 გეიმში მოიგო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტში ქართველს კიდევ უფრო დიდი უპირატესობა ჰქონდა და ზედიზედ 2 ბრეიკი შეასრულა.

მე-8 გეიმში იტალიელმა ერთი ბრეიკით ჩამორჩენა შეამცირა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო და ბასილაშვილმა მატჩი მაინც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს მეხუთედ შეხვდნენ და ბასილაშვილმა სონეგოს დამარცხება მეორედ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები