ახალი კონტრაქტი შთამბეჭდავი პირობებით | ბაიერნი ოლისესთვის სოლიდურ თანხას გაიღებს
BILD-ის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნს მაიკლ ოლისესთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ყველაზე გვიან, შემოდგომაზე სურს. მიუნხენური გრანდი წინადადებას ამზადებს, რომლის მიხედვით ფრანგის ხელფასი თითქმის გაორმაგდება, წლიური ხელფასის სახით დაახლოებით 25 მილიონ ევროს მიიღებს, გუნდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების, ჰარი კეინისა და ჯამალ მუსიალას გვერდით დადგება.
ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის განკუთვნილი ბონუსი 22 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. მაგალითისთვის, ბაიერნმა ამდენივე თანხა ახალი კონტრაქტის გაფორმებისას ალფონსო დევისს გადაუხადა. ბაიერნის სამეთვალყურეო საბჭოს მსგავსი ხარჯების შემცირება სურს, მაგრამ კარგად ესმით, რომ სუპერვარსკვლავის შესანარჩუნებლად სოლიდური თანხის გაღებაა საჭირო.
ოლისემ, რომელსაც Transfermarkt-ი 150 მილიონ ევროდ აფასებს, 2025-26 წლების სეზონში ბუნდესლიგაში, გერმანიის თასზე, გერმანიის სუპერთასსა და ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში 52 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 31 საგოლე პასი შეასრულა. ბაიერნთან მოქმედი კონტაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
ოლისეს შესახებ იხილეთ კილიან მბაპესა და მარკ ბოუენის კომენტარები:
ინტროვერტია, მის ნაცვლად მისი ფეხები საუბრობენ| მბაპემ ოლისეზე ისაუბრა
არასდროს აგვიანებდა და ავტოსადგომზე ჩაეძინა - ოლისე ყოფილმა მწვრთნელმა გაიხსენა