კილიან მბაპე, მაიკლ ოლისე
Aa
Aa

ინტროვერტია, მის ნაცვლად მისი ფეხები საუბრობენ| მბაპემ ოლისეზე ისაუბრა

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა კილიან მბაპემ მაიკლ ოლისეს შესახებ ისაუბრა. მბაპეს თქმით, ოლისე ინტროვერტია, საუბარი არ უყვარს, თუმცა მის ნაცვლად მისი ფეხები საუბრობენ.

კილიან მბაპე ოლისეზე: „ის აწმყოს და მომავლის ფეხბურთელია. მას აქვს ეს ელეგანტურობა, მოედნის ხედვა... მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ამიერიდან, ჩვენ ერთმანეთში ფრანგულად ვსაუბრობთ. ის კარგად ლაპარაკობს.

საბოლოო ჯამში, მას ისეთი ხასიათი აქვს, რომ თქვენ, მედია, ვერასდროს გაიგებთ, უმჯობესდება თუ არა მისი ფრანგული, რადგან ის თქვენ ბევრს არ გესაუბრებათ... მას ეს არ უყვარს. უბრალოდ ასეთია, ინტროვერტია.

მაიკლი სიტყვებს ზოგავს, მაგრამ მის ნაცვლად მისი ფეხები საუბრობენ. უბრალოდ მიიღეთ ის ისეთი, როგორიც არის. ის არასდროს შეიცვლება. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მოთამაშეა, შესანიშნავი ბიჭიცაა.“

მუნდიალის I ჯგუფში საფრანგეთი სენეგალს (16 ივნისი, 23:00), ერაყსა (23 ივნისი, 01:00) და ნორვეგიას (26 ივნისი, 23:00) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა
„პირველ რიგში, კვარაცხელია დაგვაკლდება“ - ბენიტესმა მუნდიალზე ისაუბრა