კარლოს ალკარასი
Aa
Aa

დემბელეს და სინერს აჯობა - ალკარასი პრესტიჟული პრემიის მფლობელია

ესპანელი ჩოგბურთელი კარლოს ალკარასი Laureus World Sports Awards-ის პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. 22 წლის სპორტსმენმა გამოკითხვაში მის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს იანიკ სინერს, ფეხბურთელს უსმან დემბელეს, მძლეოსანს არმან დუპლანტისს, მოტომრბოლელს მარკ მარკესს და  ველომრბოლელს ტადეი პოგაჩარს აჯობა.

2025 წელი ალკარასის კარიერაში უდავოდ საუკეთესოა, რადგან მან ოთხი დიდი სლემის ტურნირიდან ორში, როლან გაროსსა და ამერიკის ღია პირველობაზე გაიმარჯვა. ასევე წარმატებულად დაიწყო კარლოსმა 2026 წელი და პირველივე დიდი მუზარადის შეჯიბრებაზე ავსტრალიაში ჩემპიონობა არავის დაუთმო, რის ხარჯზეც ATP-ის რეიტინგს დამაჯერებლად ლიდერობს.

ცნობისათვის, Laureus-ის პრემია 2000 წელს დაარსდა და ყველაზე მეტჯერ სწორედ ჩოგბურთელს აქვს მოგებული - ლეგენდარულმა როჯერ ფედერერმა ამ პრიზის მოპოვება ხუთჯერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მუხოვა გაანადგურა - რიბაკინამ შტუტგარტის ტურნირი მოიგო
მუხოვა გაანადგურა - რიბაკინამ შტუტგარტის ტურნირი მოიგო