თამაში შემოატრიალა და მოიგო | გორგოძე ლოპოტას ტურნირის მეოთხედფინალშია
ლოპოტას საერთაშორისო ტურნირზე ეკატერინე გორგოძემ ფინელ ანასტასია კულიკოვასთან დაძაბული, სამსეტიანი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა. პირველი სეტი 2:6 დათმო, თუმცა შემდეგ თამაში შემოატრიალა და ზედიზედ ორი სეტი ერთნაირი ანგარიშით — 6:1, 6:1 მოიგო.
მეოთხედფინალში გორგოძე მსოფლიოს 687-ე ჩოგანს, რუს დარია ზელინსკაიას დაუპირისპირდება. მატჩი 29 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
ეკატერინე აღნიშნულ ტურნირზე წყვილთა შორისაც მონაწილეობს. მისმა და ზოზია ქარდავას წყვილმა კრისტინა კროიტორისა და არუჟან საგანდიკოვას დუეტი ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოეთის წარმომადგენლებს, რუტუჯა ბოსალესა და ანკიტა რაინას დაუპირისპირდება. მატჩი 30 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
ლოპოტას საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 60,000 აშშ დოლარია.