ვახტანგ სალია
Aa
Aa

სალიას მორიგი გოლი | მე-4 საგოლე მოქმედება მე-4 მატჩში

EFL Trophy-ზე „იორკ სიტისა'' და „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდის მატჩის 44-ე წუთზე სტუმართა ქართველმა შემტევმა ვახტანგ სალიამ გაიტანა, „კაჭკაჭები'' მარცხდებოდნენ და ქართველის გოლით ანგარიში 1:1 გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე კირან ტომპსონმა სტუმრები დააწინაურა - 1:2. საბოლოოდ, მატჩი სალიას გუნდის გამარჯვებით 1:3 დასრულდა. 

სალია „იორკ სიტისთან'' სასტარტოში იყო და 1:2-ზე, 70-ე წუთზე შეცვალეს.

EFL Trophy-ს მე-3 ჯგუფში „ნიუკასლი'' 3 ქულით პირველზეა, „იორკ სიტი'' უქულოდაა, „ბრედფორდს სიტისა'' და „როტერჰემს'' ჯერ არ უთამაშიათ.

19 წლის ფეხბურთელმა 2026-27 წლების სეზონი შესანიშნავად დაიწყო, ყველა ტურნირის ჩათვლით „ნიუკასლის'' 21-წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა (4 საგოლე მოქმედება).

პრემიერლიგის 21-წლამდე ჩემპიონატში „ტოტენჰემს'' გაუტანა, ნაციონალური ლიგის თასზე „ტამუორთს'' თავით გაუტანა და ამავე მატჩში საგოლე პასი შეასრულა, დღეს კი „იორკ სიტის'' შეუგდო, რომელიც ინგლისის რანგით მე-4 ლიგაში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
12 საგოლე მოქმედება 12 მატჩში | გაგუას გოლი და სენსაციური მარცხი
12 საგოლე მოქმედება 12 მატჩში | გაგუას გოლი და სენსაციური მარცხი