როდრი
Aa
Aa

„რეალისთვის უარის თქმა მარტივი არ ყოფილა“ - რატომ აირჩია როდრიმ ბარსა

„ბარსელონას“ ნახევარმცველმა, როდრიმ Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე ისაუბრა, მათ შორის უპასუხა კითხვას, თუ რატომ ჩაიშალა მისი ტრანსფერი მადრიდის „რეალში“.

„ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლებელი არაა, თუმცა ფავორიტები არ ვართ. უნდა გავიაზროთ, საიდან მოვდივართ და რა არის საჭირო ჩემპიონა ლიგის მოსაგებად - რაღაც დეტალები კიდევ დასახვეწი გვაქვს.

„ბარსას“ გულშემატკივრებმა ძალიან თბილად მიმიღეს. „რეალისთვის“ უარის თქმა მარტივი არაა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩემდამი სამაგალითო დამოკიდებულება ჰქონდათ, თუმცა ჩემი გადაწყვეტილება სპორტული პროექტით არის განპირობებული. მჯერა, რომ აქ ტიტულებს მოვიგებ, ბედნიერი ვიქნები და პროგრესირებას გავაგრძელებ. „ბარსელონა“ სწორედ ამიტომ ავირჩიე - აქ შეკრებილი ფეხბურთელებისა და ჰანსი ფლიკის გამო.

რაფინიამ ძალიან გამაკვირვა. ვიცოდი, რომ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ თანატოლები ვართ და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მას ამოუწურავი ფიზიკური რესურსი აქვს. რა თქმა უნდა, განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები ვართ, მაგრამ ის უკვე 24 ან 25 წლის აღარაა.

„ოქროს ბურთი“ და ლამინ იამალი? ის წარმოუდგენლად სწრაფად პროგრესირებს, ის უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. 19 წლის ასაკში იმ ტიტულების მოგება, რაც იამალმა მოიგო, ძალიან შთამბეჭდავია. ვფიქრობ, წელს საკმაოდ კონკურენტული სიტუაციაა შექმნილი, საბოლოო სიაში მყოფ ყველა ფეხბურთელს ექნება მოგების შანსი. გამიხარდება, თუ გამარჯვებული ესპანელი იქნება - ლამინი, პაუ კუბარსი, ფაბიან რუისი ან მე. მსოფლიო ჩემპიონატის მოგება აღიარებას იმსახურებს“.

ცნობისთვის, „ბარსელონამ“ როდრის სანაცვლოდ „მანჩესტერ სიტის“ 60 მილიონი ევრო გადაუხადა. ესპანელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანასთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფეხბურთელი, რომელსაც 40 გოლი გააქვს, პრობლემა ვერ იქნება“ - მოურინიო მბაპეზე
„ფეხბურთელი, რომელსაც 40 გოლი გააქვს, პრობლემა ვერ იქნება“ - მოურინიო მბაპეზე