„ჩემპიონთა ლიგის მოგება ყველას უნდა“ - ფლიკი სეზონის მიზნებზე
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ამ სეზონში გუნდის მიზნებზე ისაუბრა.
„არაფერი იცვლება. ყველას უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს ჩვენი ოცნებაა, მაგრამ მესამე საჩემპიონო ტიტულის მოგებაც მნიშვნელოვანია, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. თუმცა წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გველის.
მთავარია ის, თუ როგორ ვვარჯიშობთ. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს დონეს. მნიშვნელოვანია ძალების აღდგენა, ყურადღების მიქცევა იმაზე, თუ როგორ გძინავს და რას ჭამ. მატჩები ყოველ სამ დღეში ერთხელ ტარდება. ფეხბურთელებმა უნდა იგრძნონ, რა არის მათთვის უკეთესი.
ჩვენ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც მოთამაშეებზე ზრუნავენ. ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ საუკეთესო ფორმის აკრეფაში დავეხმაროთ. მატჩებს შორის დღეები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ყველა ასპექტში უნდა განვვითარდეთ, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხითაც.
მალე ახალი სატრენაჟორო დარბაზი გვექნება და ესეც დაგვეხმარება. ჩვენ უკეთესები გავხდებით. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით“,
- განაცხადა ფლიკმა.