კვალიფიკაცია მოიგო - ბასილაშვილი რომის მასტერსზე ითამაშებს
რომის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 96-ე ნომერს, ავსტრალიელ რინკი ჰიჯიკატას დაუპირისპირდა და დამაჯერებლად ორ სეტში 6:3 6:2 დაამარცხა.
მატჩმა მთლიანად ქართველის კარნახით ჩაიარა. პირველ სეტში ბასილაშვილმა ორი ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.
მეორე სეტიც იდენტური სცენარით წარიმართაა. ნიკოლოზმა მე-6 და მე-8 გეიმებში ავსტრალიელის ჩაწოდება მოიგო და შანსი ხელიდან აღარ გაუშვა.
მაშ ასე - ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის შემდეგ, რომის მასტერსზეც იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის მასტერსზე ნიკოლოზი ოფნერთან ორ სეტში დამარცხდა. ამ მომენტისთვის მას ATP რეიტინგში 459 ქულა აქვს და 132-ე ადგილზე იმყოფება.