მარცხი ორ სეტში | ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს გამოეთიშა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირს გამოეთიშა. საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში გერმანელ დანიელ ალტმაიერს დაუპირისპირდა და მსოფლიოს 81-ე ჩოგანთან ორ სეტში დამარცხდა — 5:7, 4:6.
პირველი სეტის საწყის რვა გეიმში ჩოგბურთელები თავიანთ მოწოდებებზე შეცდომას არ უშვებდნენ და თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა — 4:4. ალტმაიერმა თავისი მოწოდება აიღო და მომდევნო გეიმში სეტპოინტი მიიღო, რომელიც ვერ გამოიყენა და ბასილაშვილმა ანგარიში გაათანაბრა — 5:5.
სამწუხაროდ, მე-12 გეიმში გერმანელმა მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა და პირველი პარტია 7:5 დახურა. ნიკოლოზმა მეორე სეტი კარგად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ქართველი ჩოგბურთელი 3:1 დაწინაურდა, თუმცა ზედიზედ სამი გეიმი წააგო, 4:5-ზე კი საკუთარი ჩაწოდება დათმო — 4:6.
ცნობისთვის, ძირითად ბადეში გასვლამდე ბასილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანელ დიეგო დედურას 7:6(6), 6:3 მოუგო, ხოლო ლორენცო სონეგო 6:4, 6:4 დაამარცხა