ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, შონ ომალი, სირილ განი
Aa
Aa

UFC Freedom 250: მებრძოლების ბონუსები ცნობილია

ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, მებრძოლებისთვის განსაკუთრებული ბონუსები იყო გათვალისწინებული.

გამოცემა MMA Fighting-ის ინფორმაციით, „საუკეთესო ჩხუბის“ მონაწილეების ბონუსები 100 ათასიდან 400 ათასამდე იყო გაზრდილი, ხოლო მებრძოლი, რომელიც „საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსს მიიღებდა, 100 ათასის ნაცვლად 425 ათას დოლარით გამდიდრდებოდა.

ამგვარად, ჯასტინ გეიჯიმ ბონუსების სახით 825 ათასი დოლარი მიიღო, ილია თოფურიამ კი, როგორც „საუკეთესო ჩხუბის“ მონაწილემ, 400 ათასი დოლარი.

„საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი გადაეცა სირილ განსაც, რომელმაც ალექს პერეირა დაამარცხა და მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი გახდა. ფრანგი მებრძოლი 425 ათას დოლარს მიიღებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ღონისძიების ყველა ჩხუბი ნოკაუტით დასრულდა, შონ ომალიმ, ჯოშ ჰოკიტმა, მაურისიო რუფიმ, ბო ნიკალმა და დიეგო ლოპესმა 25-25 ათასი დოლარი მიიღეს, რაც მეტოქის დაფინიშებისთვის იყო განკუთვნილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯასტინ გეიჯიმ „საუკეთესო ჩხუბის“ ბონუსი მეთერთმეტედ, „საუკეთესო პერფორმანსის“ ბონუსი კი მეექვსედ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე ნამდვილი მებრძოლი ვარ, შენ სკამზე დანებდი“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა
„მე ნამდვილი მებრძოლი ვარ, შენ სკამზე დანებდი“ | პიმბლეტმა ილიაზე ისაუბრა