ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, კონორ მაკგრეგორი
Aa
Aa

„ეს მხოლოდ გააძლიერებს“ | კონორმა ილია დაიცვა და მის ჩხუბზე კომენტარი გააკეთა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, კონორ მაკგრეგორი, ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის დაპირისპირებას გამოეხმაურა. ირლანდიელმა მებრძოლმა ტერენს კროუფორდს უპასუხა და „ელ მატადორს“ მხარი დაუჭირა.

„რა ჯანდაბას ამბობ? ჭიდაობა შეგიძლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, MMA-ის წესებით ორთაბრძოლის გამართვა გაშინებს. ეს უბრალოდ საცოდაობაა. ეს ბიჭი MMA-ის ჩხუბში დამარცხდა, რისი გაკეთების გამბედაობაც შენ არ გაგაჩნია. რა ჯანდაბა ესაქმებათ ამ პატარა მოკრივეებს ამ შოუზე, სადაც არც ერთი MMA-ის მებრძოლი არ არის?“ — უპასუხა კონორმა კროუფორდს, რომელმაც ილიაზე დაწერა: „ეს ის ბიჭი არაა, რომელმაც თქვა, რომ დამანოკაუტებდა და მე და შაკურ სტივენსონს ერთდროულად გვცემდა?“

„ის თვითონ დანებდა. ამის ნახვა სამწუხაროა. თუმცა, პატივისცემა დაიმსახურა, თუნდაც ეს ოდნავ შელახული იყოს. ეს ცემა მას მხოლოდ გააძლიერებს“, — განაცხადა კონორმა ილიაზე.

შეგახსენებთ, რომ გეიჯისა და თოფურიას ორთაბრძოლა საღამოს საუკეთესო ჩხუბი გახდა, რაც ნიშნავს, რომ ორივე მებრძოლი 400 000 აშშ დოლარის ოდენობის ბონუსს მიიღებს. ორთაბრძოლის შემდეგ გეიჯიმ აღნიშნა, რომ „ელ მატადორისთვის“ დაუყოვნებლივი რევანშის მიცემას არ აპირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ბიჭი ამბობდა, რომ დამანოკაუტებდა?“ | კროუფორდი და პოლი ილიას წაგებაზე
„ეს ბიჭი ამბობდა, რომ დამანოკაუტებდა?“ | კროუფორდი და პოლი ილიას წაგებაზე