არინა საბალენკა, ჯესიკა პეგულა
Aa
Aa

0:6 მესამე სეტში - საბალენკა პეგულასთან დამარცხდა

გერმანიის ღია პირველობის ნახევარფინალში ქალთა რეიტინგის პირველი ნომერი არინა საბალენკა ჯესიკა პეგულას შეხვდა და სამ სეტში, 4:6, 7:6, 0:6 დამარცხდა.

საბალენკამ პირველ სეტში თავის ჩაწოდებაზე მხოლოდ ერთი გეიმი დათმო, თუმცა პეგულასთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა და პირველი სეტი ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა - 6:4.

მეორე სეტი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა უკეთესად დაიწყო, იგებდა 3:0-ს, 4:1-ს და 5:2-საც, თუმცა პეგულამ ზედიზედ სამი გეიმი აიღო, ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი თაიბრეიქით დამარცხდა.

რაც შეეხება მესამე სეტს, აქ საბალენკა თავის თავს საერთოდ არ ჰგავდა - 6:0 პეგულას სასარგებლოდ და ამერიკელი სრულიად დამსახურებულად გავიდა ფინალში, სადაც ჩეხ ლინდა ნოსკოვას (13) შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ პეგულამ გერმანიის ღია პირველობა 2024 წელს მოიგო, შარშანდელი გამარჯვებული მარკეტა ვონდროუშოვა კი წელს ტურნირს ტოვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უიმბლდონზე ბრუნდებიან - დები უილიამსები წყვილებში ითამაშებენ
უიმბლდონზე ბრუნდებიან - დები უილიამსები წყვილებში ითამაშებენ