ეკო გორგოძე
Aa
Aa

ბრეშას ჩელენჯერი | ეკო გორგოძე მეოთხედფინალში გავიდა

ეკო გორგოძე ბრეშას 125-ქულიანი ტურნირის მეოთხედფინალშია. მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანგი ფიონა ფერო იყო, რომელსაც გორგოძემ სამ სეტში 7:6, 2:6, 6:4 მოუგო.

პირველ სეტში გორგოძემ მეხუთე გეიმი ფეროს ჩაწოდებაზე მოიგო, შემდეგ კი 4:2 დაწინაურდა, თუმცა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და სეტი მხოლოდ ტაიბრეიქზე მოიგო. მეორე სეტში ფიონა ფერო უკეთესი იყო და ჯერ 4:1, შემდეგ კი 5:2 იგებდა, საბოლოოდ კი 6:2 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. მესამე სეტში გორგოძე 3:4-ს აგებდა, თუმცა ზედიზედ სამი გეიმის აღება შეძლო და მეოთხედფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გორგოძემ ტურნირის მოქმედი გამარჯვებული, იტალიელი ნურია ბრანკაჩიო გამოთიშა ასპარეზობას. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ჯასმინ ორტენზისა (არგენტინა) და ელიზარა იანევას (ბულგარეთი) შორის გამარჯვებული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი დიდი სლემი კარიერაში - მირა ანდრეევამ როლან გაროსი მოიგო
პირველი დიდი სლემი კარიერაში - მირა ანდრეევამ როლან გაროსი მოიგო