უიმბლდონზე ბრუნდებიან - დები უილიამსები წყვილებში ითამაშებენ
სერენა და ვენუს უილიამსები უიმბლდონზე, წყვილების თანრიგში ითამაშებენ - დებმა ე.წ. უაილდქარდი მიიღეს და 2021 წლის შემდეგ დიდი სლემის ტურნირზე პირველად ითამაშებენ.
44 წლის სერენა თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ კორტზე რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა, ხოლო ვენუს უილიამსს 46 წელი ხვალ შეუსრულდება.
წყვილებში დებს დიდი სლემის 14 ტიტული აქვთ მოგებული, მათ შორის 6 უიმბლდონზე - პირველი 2000 წელს, ბოლო კი 2016 წელს.
ბოლოს დიდი სლემის ტურნირზე წყვილებში დებმა უილიამსებმა 2022 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე იასპარეზეს, სადაც პირველივე წრეში დამარცხდნენ.
აქვე გეტყვით, რომ სერენა არ გამორიცხავს უიმბლდონზე, ერთეულთა თანრიგში „უაილდქარდით“ დაბრუნებასაც, თუმცა ამ საკითხზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.