უიმბლდონის კვალიფიკაცია - გორგოძე ნახევარფინალში გავიდა
Aa
Aa

უიმბლდონის კვალიფიკაცია - გორგოძე ნახევარფინალში გავიდა

უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალში ეკატერინე გორგოძე ჩეხ ვენდულა ვალდამანოვას დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:2 7:6 დაამარცხა.

პირველი სეტი ქართველმა ჩოგბურთელმა აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა. მეორე გეიმში ჩეხს უკუბრეიკის შანსი ჰქონდა, თუმცა ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა.

გორგოძე საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და ვალდამანოვას მეტი შანსი აღარ ჰქონია. მეტიც, მე-7 გეიმში გორგოძემ მეტოქის კიდევ ერთი ჩაწოდება მოიგო და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მეორე სეტი კვლავ ქართველის უპირატესობით დაიწყო და მესამე გეიმში ბრეიკი შეასრულა. ვენდულა ამჯერად ეკოს ჩაწოდებაზე უფრო აქტიურად თამაშობდა და არაერთი ბრეიკ პოინტი ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანი ბრეიკად მერვე გეიმში აქცია.

საბოლოოდ, გულშემატკივრებმა ტაი-ბრეიკი იხილეს, სადაც ყველაფრით უკეთესი ეკო გორგოძე იყო, რომელმაც 7:2 გაიმარჯვა.

ცნობისთვის, უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ვოლინეტსა და ბულგარელ ელიზარა იანევას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები