ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“ | ოსტიგორის ისტორია კვარაზე

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეო ოსტიგორმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ნორვეგიელმა უკანახაზელმა საინტერესო ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ ძალიან გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ „პარტენოპეი“ ქართველ ფეხბურთელს იფორმებდა.

„სანამ ნაპოლისთან კონტრაქტს ხელს მოვაწერდი, კლუბის სპორტულ დირექტორთან ვიყავი და მან მითხრა: „საქართველოდან ერთ ბიჭს ვიფორმებთ, ის ჩემპიონატს მოგვაგებინებს“. ჩემი რეაქცია კი ასეთი იყო: „რა ჯანდაბაა, საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“.

ამ საუბრის შემდეგ მოვიდა პირველი სავარჯიშო კვირა და ყველაფერს მივხვდი. მახსოვს, ჩემს მშობლიურ ქალაქში მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი: „ბიჭებო, კარგად დაიმახსოვრეთ სახელი, რომელსაც ახლა გეუბნებით — ეს ბიჭი ამ ჩემპიონატში ყველას გადაუვლის“.

პირველი ნახევარი წლის განმავლობაში, სანამ მიხვდებოდნენ, მის წინააღმდეგ როგორ უნდა ეთამაშათ, ხვიჩას ცრუმოძრაობა (Fake shot — მოძრაობა, როდესაც მეტოქეს აფიქრებინებ, რომ ურტყამ) სრული სიგიჟე იყო. ამ მოძრაობის გამო გუნდები უბრალოდ ძირს ეცემოდნენ და ბალახს ჭამდნენ. კვარაცხელია ყველაფერს აკეთებდა, რასაც მოისურვებდა. ვარჯიშებზე ამის დანახვა უფრო მარტივი იყო — სრულ სიგიჟეებს აკეთებდა. იტალიელი ფეხბურთელები ეუბნებოდნენ: „მარტივად ითამაშე, ბურთი ჩვენც მოგვეციო“, მაგრამ ის მაინც დრიბლინგზე მიდიოდა. თუ რამეს მოისურვებდა, გამოსდიოდა და 30 მეტრიდან ბურთს „ცხრიანში“ ახვევდა.

კვარაცხელია 10 წლის წინანდელ ფეხბურთელს ჰგავს. მისნაირ მოთამაშეს თანამედროვე ფეხბურთში ვერ იპოვით. როდესაც მის თამაშს უყურებთ, გსიამოვნებთ, რადგან ისეთია, როგორიც არის“.

ცნობისთვის, კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არიან, სადაც მათი მეტოქე „ბაიერნია“. ფრანგებმა პირველი თამაში 5:4 მოიგეს, განმეორებითი შეხვედრა კი 6 მაისს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოულოდნელად მოვიდა და მითხრა, რომ...“ - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა
„მოულოდნელად მოვიდა და მითხრა, რომ...“ - შტურმის მწვრთნელმა კიტეიშვილზე ისაუბრა