ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

გერმანული მედია: „არაპროგნოზირებადი კვარაცხელია ბაიერნს ემუქრება“

გერმანული გამოცემა ntv Nachrichten „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთვის ფაზლის ბოლო დეტალი აღმოჩნდა, რის შემდეგაც გუნდი თვისობრივად სხვა დონეზე გადავიდა, ხვალ კი ქართველი „ბაიერნისთვის“ ისევ ერთ-ერთი მთავარი საფრთხე იქნება.

რას წერს გამოცემა:

„ნათელია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც ასეთი რთულად წარმოსათქმელი სახელი აქვს, უფრო მარტივი რამ სჭირდებოდა. თუმცა „კვარადონა“? ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთან შედარება? თვითონ ხვიჩა ამბობს, რომ ეს მეტსახელი დამატებით ზეწოლას ქმნის, თუმცა კვარაცხელია ამ ამოცანას თავს კარგად ართმევს: „ბაიერნთან“ პირველ ნახევარფინალში მისმა დუბლმა პარიზელებს მეორე მატჩის წინ უპირატესობა შეუქმნა.

კვარაცხელიასთან ერთად პსჟ უფრო სახიფათო, არაპროგნოზირებადი და მომაკვდინებელი გუნდი გახდა. ის ენრიკეს გუნდს მეტ ბალანსსაც უქმნის. ნეაპოლში „კვარადონამ“ „ნაპოლი“ 1990 წლის შემდეგ პირველად გააჩემპიონა და სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. „ნეაპოლში მარადონა ღმერთია, მას ვერავინ შეედრება, ის ისტორიაში საუკეთესოა“, - ამბობდა ხვიჩა. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ახლანდელი შესანიშნავი ფორმა თანაგუნდელების დამსახურებაა. ხვიჩას 10 გოლი და 5 საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ის ისტორიაში საუკეთესო შედეგია“.

ცნობისთვის, ბაიერნისა და პსჟ-ის განმეორებითი მატჩი ხვალ მიუნხენში გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“ | ოსტიგორის ისტორია კვარაზე
„საქართველოდან? ვინ? მის შესახებ არაფერი მსმენია“ | ოსტიგორის ისტორია კვარაზე