ლოპოტას ტურნირი | გორგოძე მერვედფინალში დამარცხდა
ლოპოტას საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში ეკო გორგოძე რუსეთის წარმომადგენელი დარია ზელინსკაიასთან დაძაბულ ბრძოლაში, სამ სეტში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
პირველი სეტი გორგოძემ კარგად დაიწყო, 4:1 იგებდა და საბოლოოდ 6:3 მოიგო. მეორე სეტში კი სრულიად საპირისპირო სცენარი ვიხილეთ: ზელინსკაიამ 6:3 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში უპირატესობას კვლავ ზელინსკაია ფლობდა და 5:1 დაწინაურდა, თუმცა შემდეგ გორგოძემ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო და საქმე ტაიბრეიქამდე მიიყვანა, სადაც 5:7 დამარცხდა.
მეოთხედფინალში ზელინსკაიას მეტოქე ამერიკელი ვივიან ვულფი (294) იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ეკო ლოპოტას ტურნირზე წყვილთა თანრიგშიც მონაწილეობს. მისმა და ზოზია ქარდავას წყვილმა კრისტინა კროიტორისა და არუჟან საგანდიკოვას დუეტი ორ სეტში, 6:1, 6:4 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ინდოეთის წარმომადგენლებს, რუტუჯა ბოსალესა და ანკიტა რაინას დაუპირისპირდება. მატჩი 30 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება.
ლოპოტას საერთაშორისო ტურნირის საპრიზო ფონდი 60,000 აშშ დოლარია.