ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

მარცხი რეიტინგის 352-ე ნომერთან - ბასილაშვილი სან მარინოს ჩელენჯერს დაემშვიდობა

სან მარინოს ჩელენჯერის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგის 352-ე ნომერს, ხორვატ მილი პოლიჩაკს დაუპირისპირდა და სამ სეტში 7:6 3:6 4:6 დამარცხდა.

მატჩი ბასილაშვილმა აქტიურად დაიწყო და პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა მე-6 გეიმში წონასწორობა აღდგა. მოთამაშეებმა თითო ბრეიკი კიდევ გაცვალეს და ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც ნიკოლოზი უკეთესი იყო და 10:8 გაიმარჯვა.

მეორე სეტი პოლიჩაკის უპირატესობით წარიმართა, რომელმაც 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

მესამე სეტში ბასილაშვილი აქტიურობდა და 1-ბრეიკიანი უპირატესობით იგებდა, თუმცა მე-6 გეიმში წონასწორობა ისევ აღდგა. ამის შემდეგ, ბასილაშვილმა თავისი ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ დათმო და მატჩიც წააგო.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP რეიტინგში 482 ქულით 130-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები