მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

„სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“ | მერაბს მანქანის პოვნაში ფანი დაეხმარა

მერაბ დვალიშვილი უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდა და ფანის დახმარება დასჭირდა. პიოტრ იანთან გამართული საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ „მანქანა“ ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა და ლას ვეგასში ყოფნისას კურიოზი შეემთხვა.

დვალიშვილმა საკუთარი ავტომობილი ერთ-ერთი სასტუმროს პარკინგზე გააჩერა, მაგრამ დაავიწყდა, სად და მანქანას ვეღარ პოულობდა. ქართველი მებრძოლი ავტომობილს ფეხით ეძებდა, როდესაც მასთან გულშემატკივარი მივიდა და შესთავაზა, ძებნა მისი მანქანით გაეგრძელებინათ.

„სალამი ბიჭებო. მოგესალმებით, მერაბი, რაული და კაილა. აქ, სადღაც დავიკარგე და რაული მეხმარება. ავტომობილით რამდენიმე ადგილას მიმიყვანს და ჩემს მანქანას ვიპოვით. აი, რა ხდება, როდესაც სახეში ბევრ დარტყმას იღებ. სადღაც გავაჩერე და ვერ ვპოულობ“, – ამბობს მერაბი ზემოთ ხსენებული ქომაგის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

მომხდარზე გულშემატკივარმაც ისაუბრა: „სასტუმროს წინ ერთი ადამიანი იდგა, რომელიც დაბნეული ჩანდა და ტელეფონში იყურებოდა. ვიცანი, რომ ეს ადამიანი მერაბი იყო და მივუახლოვდი. ფოტოს გადაღება ვთხოვე და თანხმობა მივიღე. ფოტოს გადაღების შემდეგ ვკითხე, კარგად ხომ ხარ-მეთქი და მითხრა: „ჩემს მანქანას ვერ ვპოულობ. ვეძებ და ორი ადგილი უკვე შევამოწმე.“

დახმარება შევთავაზე, რაზეც თავდაპირველად უარი მითხრა, მაგრამ მაინც დავიყოლიე. ძებნას სანამ დავიწყებდით, მკითხა, ტელეფონი თუ მქონდა. ვუთხარი, კი-მეთქი და შემდეგ ჩემი ტელეფონი აიღო და საკუთარი ინიციატივით ვიდეო ჩაწერა. ყველაზე გიჟური ამბავია, რაც კი ოდესმე ჩემს ცხოვრებაში მომხდარა.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და იანის ორთაბრძოლა სწორედ ლას ვეგასში გაიმართა და „მანქანა“ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აუცილებლად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი მარცხის შემდეგ
„აუცილებლად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი მარცხის შემდეგ