დენა უაითი, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„უაითთან სალაპარაკო არაფერი მაქვს“ - ცარუკიანი გაოცებას ვერ მალავს

2025 წლის იანვარში, ისლამ მახაჩევთან ჩაშლილი მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ორთაბრძოლის შემდეგ, არმან ცარუკიანს UFC-ის აღმასრულებელ დირექტორთან დენა უაითთან ურთიერთობა უკიდურესად დაეძაბა. მას შემდეგ ამ უკანასკნელს არმანზე დადებით კონტექსტში არ უსაუბრია და რაც ყველაზე მთავარია, საჩემპიონო ჩხუბსაც აღარ უნიშნავს. როგორი დამოკიდებულება აქვს უაითთან, ამ შეკითხვით ცარუკიანს ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას მიმართეს და მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„ნამდვილად არ ვიცი რატომ საუბრობს დენა უაითი ჩემზე გამუდმებით ნეგატიურად. თუმცა, მიუხედავად ამისა, მერწმუნეთ, UFC-სთან ურთიერთობები მოწესრიგებული მაქვს და არანაირი შიდა ინტრიგები არ არსებობს. დავუკავშირდები თუ არა დენას? დაკავშირების არანაირი საჭიროება არ არსებობს, რადგან მოლაპარაკებებს არა მასთან, არამედ ჰანტერ კემპბელთან ვაწარმოებ.

ყველა ბრძოლა, რომელიც ამ ორგანიზაციაში ჩამიტარებია, კემპბელის დაგეგმილია. დენა უბრალოდ საბოლოო თანხმობას აძლევს, თორემ მატჩმეიქერები ჰანტერი და შონ შელბი არიან. სხვათა შორის, კემპბელს ახლახანს ვესაუბრე და მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა ახლოვდება, თუმცა მოწინააღმდეგე არ დაუსახელებია“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, არმან ცარუკიანმა ჯასტინ გეიჯის საჯაროდ მიმართა, რომ ტრავმა მოიმიზეზოს, თეთრი სახლის ღონისძიებას ჩაეხსნას და ილია თოფურიასთან საჩემპიონო ჩხუბის ჩატარების შესაძლებლობა მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმა მიიღე და ილიასთან მე მაჩხუბე“ | ცარუკიანის რჩევა გეიჯის
„ტრავმა მიიღე და ილიასთან მე მაჩხუბე“ | ცარუკიანის რჩევა გეიჯის