„იმედია, შენთან გალიაში მოვხვდები“ - ბელალი სტრიკლენდს დაემუქრა
ხამზატ ჩიმაევთან მოგებული ბრძოლის დასრულების შემდეგ, შონ სტრიკლენდმა იმ კომენტარების გამო, რომელსაც მომავალ მოწინააღმდეგეზე ჩხუბამდე ერთი კვირით ადრე აკეთებდა, ჩეჩენს საჯაროდ მოუბოდიშა. თუმცა, მისმა საქციელმა როგორც გულშემატკივართა, ასევე მებრძოლთა რიგებში ძალიან ბევრი გააღიზიანა. მათ შორის ქვესაშუალო წონის პალესტინელი ყოფილი ჩემპიონი ბელალ მუჰამედი, რომელიც სტრიკლენდს ღიად დაემუქრა და ასეთი კომენტარი გააკეთა:
„იმის მიუხედავად, რომ ამ ჯამბაზმა ჩიმაევს საჯაროდ მოუბოდიშა, ძალიან გაბრაზებული ვარ... არა, ეს ბრძოლის ეგრეთწოდებული გაყიდვა არ არის, როდესაც ადამიანის რელიგიას ეხები და მის ოჯახზე ცუდად საუბრობ. იმედი მაქვს, ერთხელაც ამ ჯამბაზთან გალიაში მოვხვდები და იმდენ სისხლს გამოვადენ, რაც მისთვის მთელი კარიერის განმავლობაში არავის გაუკეთებია“.
ცნობისათვის, ქვესაშუალო წონით დივიზიონში შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები ბელალ მუჰამედს ოქტაგონში სულ მალე იხილავენ - 7 ივნისს ის გაბრიელ ბონფიმს დაუპირისპირდება და შეეცდება წარუმატებელი სერია გამარჯვებით დაასრულოს. ბელალმა ბოლოს 2024 წლის 27 ივლისს ლეონ ედვარდსთან გაიმარჯვა და მას შემდეგ ჯერ ჯეკ დელა მადალენასთან, მერე კი იან გარი მაჩადოსთან დამარცხდა.