ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

„ეს ასე მუშაობს“ - სტრიკლენდმა ჩიმაევს რევანშისთვის პირობები დაუსახელა

შონ სტრიკლენდი, რომელმაც ხამზატ ჩიმაევს საშუალო წონაში UFC-ის საჩემპიონო ქამარი წაართვა, არ ფიქრობს, რომ „ბორზი“ დაუყოვნებლივ რევანშს იმსახურებს.

„მოიპოვე რამდენიმე გამარჯვება და ჩვენ ისევ შევხვდებით, ეს ასე მუშაობს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ სარეიტინგო სისტემას მნიშვნელობა აქვს, ასეც უნდა იყოს და როდესაც მას აიგნორებენ - ეს სპორტს აუფასურებს. ასე რომ, დასაწყისისთვის რამდენიმე ბრძოლა მოიგოს“,

- ციტირებს ამერიკელის სიტყვებს Full Send-ი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ხამზატ ჩიმაევმა შონ სტრიკლენდთან რევანშის გამო ქვემძიმე წონაში გადასვლა გადადო. რევანშის გამართვას ის მიმდინარე წლის ოქტომბერში, აბუ-დაბიში დაგეგმილ ტურნირზე აპირებს.

„რევანში სტრიკლენდთან არის ერთადერთი ბრძოლა, რომელიც ხამზატს სურს. ის ამით შეპყრობილია“,

- ავრცელებს ინფორმაციას UFC-ის ყოფილი ჩემპიონის ბანაკიდან სპორტული მიმომხილველი ბრეტ ოკამოტო, რომელიც ჩიმაევის გუნდში არსებულ წყაროს ესაუბრა.

ამერიკელთან მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხების შემდეგ, ჩიმაევმა კარიერაში პირველი მარცხი იწვნია. ამასთან, ის შვიდი პოზიციით დაქვეითდა ორგანიზაციის საუკეთესო მებრძოლთა რეიტინგში (წონის მიუხედავად) და UFC-ის P4P სიაში მეათე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები