„დედის და რელიგიის შეურაცხყოფის შემდეგ“ - ბრედიმ ჩიმაევი და სტრიკლენდი გააკრიტიკა
საშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ჩხუბამდე ხამზატ ჩიმაევმა და შონ სტრიკლენდმა ერთმანეთს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, რომ არავინ ელოდა თუ ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ისინი ერთმანეთს ასე თბილად შეხვდებოდნენ. გულშემატკივრების გარდა, სატიტულო ჩხუბის მონაწილეების საქციელით აღშფოთება ვერ დამალა და ორივე მათგანი გააკრიტიკა ქვესაშუალო წონის მებრძოლმა შონ ბრედიმ, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ამ ყველაფერს ჩემი გადმოსახედიდან შევაფასებ - როდესაც შენ ცუდად საუბრობ დედაჩემზე და ჩემს რელიგიაზე, ოქტაგონში კი არა, ავტოსადგომზე რომ დაგინახო, იქაც ბოლომდე გეჩხუბები. მესმის, რომ ორივე მათგანს ბრძოლის გაყიდვა სურდა, თუმცა არსებობს რაღაცები, რაზეც არასოდეს უნდა ილაპარაკო და რასაც არასოდეს უნდა შეეხო. უზომოდ იმედგაცრუებული ვარ. მებრძოლებმა ბრძოლამდე ერთმანეთს იმდენი შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ეს ენერგია და განწყობა ჩხუბის დასრულების შემდეგაც უნდა შეენარჩუნებინათ“.
ცნობისათვის, ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის მსგავსად, შონ ბრედიმაც UFC 328-ზე იბრძოლა და ხოაკინ ბაკლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ქვესაშუალო წონით დივიზიონში ის ამ ეტაპზე მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონი ისლამ მახაჩევის გარდა, იან მაჩადო გარის, კარლოს პრატესს, მაიკლ მორალესს, ჯეკ დელა მადალენასა და ბელალ მუჰამედს ჩამორჩება.